weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც პენსია არ აქვს, კოტეჯს აქირავებს – Reuters

15:38 სამშაბათი, 14 მაისი 2019
ფოტო © REUTERS / Irakli Gedenidze ფოტო © REUTERS / Irakli Gedenidze

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ Reuters-ი წერს. გავლელიანი გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ მომგებიან საერთაშორისო ლექციებში, უერთდებიან დიდი კორპორაციების დირექტორთა საბჭოებს, ან აფუძნებენ საკუთარ ფონდებს, გიორგი მარგველაშვილმა სხვა გზა აირჩია და Airbnb-ის საშუალებით კოტეჯს აქირავებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული წლის ბოლოს 49 წლის გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკას ზურგი აქცია და ახლა, ოჯახთან ერთად პროვინციულ ქალაქ დუშეთში, დედაქალაქიდან 60 კილომეტრში ცხოვრობს. თანამდებობაზე ყოფნის 5 წლის შემდეგ, ის პოლიტიკის ლექტორობასაც დაუბრუნდა. კოტეჯის გაქირავება კი შემოსავლის გაზრდის მიზნით დაიწყო.

ყოფილმა პოლიტიკოსმა ტურისტებზე ერთსაძინებლიანი კოტეჯის გაქირავება დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ იქ რამდენიმე ათეულმა ტურისტმა გაათია ღამე. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ვიზიტორების ნაწილისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და ევროპის ქვეყნებიდან, სიურპრიზია, რომ მასპინძელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია.

„ეს საკმაოდ ემოციურია. სტუმრების კომენტარები, რომ მოსწონთ, ან ფიქრობენ, რომ კარგად დავამზადე რაღაც, ან რომ ტკბებიან ხედით... პირადად ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია“, – ამობს ყოფილი პრეზიდენტი.

Reuters-ი წერს, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც შემოსავლის სახით სახელმწიფო პენსია არ აქვს, ასევე დაუბრუნდა ხელოსნობას - ამზადებს ავეჯს და მათ გასაქირავებელი კოტეჯისთვის იყენებს.

გამოცემის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის ამჟამინდელი ცხოვრება ძალიან განსხვავდება მისი ძველი ცხოვრებისგან, როდესაც მას - პროევოპელ და არაპარტიულ პოლიტიკოსს, პრეზიდენტის თანამდებობაზე შეზღუდული ძალაუფლება გააჩნდა და ხშირად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქვეყნის მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოკრძალებულ ორსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელიც გასაქირავებელ კოტეჯთან მდებარეობს; რომ ამ სახლშიც ბევრია მის მიერ დამზადებული ავეჯი და გაფორმებულია მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნახატებით.

„ჩემი წასვლა პოლიტიკიდან.... ეს ასევე არის მცდელობა, შეიქმნას პრეცედენტი ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკის გარდა სხვა ცხოვრებაც არსებობს“, – ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტად მუშაობა საერთოდ არ ენატრება: „საკმაოდ დატვირთული 5 წელი იყო. ახლა, აქ, მე მხოლოდ ვტკბები მარტივი და მშვიდი ცხოვრებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]